Thumbnail

ფონსეკამ ფინალში რუსს მოუგო და ჩემპიონობა ცეკვით აღნიშნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • იაპონელებმა ოქროს მედალი ვერც დღეს მოიპოვეს

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 დღეს მასპინძელმა იაპონიამ ოქროს მედლის მოგება ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც უმედლოდ დარჩა, რადგანაც ვარლამ ლიპარტელიანი რეპეშაჟში დამარცხდა.

კაცთა შორის, 100-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლები შარშანდელმა ჩემპიონმა გუამ ჩომ (სამხრეთ კორეა) და ვარლამ ლიპარტელიანის მომგებმა მიხაელ კორელმა (ჰოლანდია) დაისაკუთრეს.

მსოფლიოს ჩემპიონი პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა გახდა, რომელმაც ფინალში რუსი ნიაზ ილიასოვი ვაზარით დაამარცხა და პორტუგალიას ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფონსეკამ ილიასოვთან გამარჯვება ცეკვით აღნიშნა.

ფონსეკამ პორტუგალიას ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა!

ჟორჟე ფონსეკამ ფინალში რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო იხილეთ პორტუგალიელის ცეკვა :D

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

ქალთა შორის, 78-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლებს მაირა აგიარი (ბრაზილია) და ლორიანა კუკა (კოსოვო) დაუეფლნენ. მსოფლიოს ჩემპიონი მადელინ მალონგა (საფრანგეთი) გახდა, რომელმაც ფინალში იაპონელი შორი ჰამადა დაამარცხა. მალონგამ საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრებს მე-3 ოქროს მედალი მოუტანა.

მადელინ მალონგა V შორი ჰამადა - ქალთა შორის ფინალი (78კგ)

მადელინ მალონგა V შორი ჰამადა - ქალთა შორის ფინალი (78კგ)

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით 2 მედალი აქვს: ერთი ოქრო ლუხუმ ჩხვიმიანისგან და ერთი ბრინჯაო ლუკა მაისურაძისგან. საქართველოს ღირსებას ბოლო დღეს გურამ თუშიშვილი დაიცავს, რომელიც ზედიზედ მეორედ ეცდება გაჩემპიონებას.

კომენტარები

ბოლო ამბები