Thumbnail
  • საბა კვერკველიას კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე
  • მოსკოვის ლოკომოტივის ერთ-ერთი მეტოქე D ჯგუფში ტურინის იუვენტუსია
  • 27 წლის მცველი კრიშტიანო რონალდოსთვის მაისურის გამორთმევას აპირებს 

საბა კვერკველია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე სეზონში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების 27 წლის ცენტრალუღი მცველის გუნდი, მოსკოვის ლოკომოტივი, ტურნირის D ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ტურინის იუვენტუსი, მადრიდის ატლეტიკო და ლევერკუზენის ბაიერი ეყოლება.

მეტი ამ თემაზე: დიდი ფეხბურთის მოლოდინში - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები გაირკვა!

საბა კვერკველიამ რუსული კლუბის პრესსამსახურს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე თავისი მოსაზრება გაუზიარა.

საბამ კრიშტიანოს 7-ნომრიანი მაისურა უკვე 'დაჯავშნა'

"რატომღაც ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი ჯგუფი შეგვხვდებოდა. რაც არის - არის, საინტერესო იქნება! ატლეტიკოს წინააღმდეგ არცთუ დიდი ხნის წინ ვითამაშეთ, იუვე კი - საერთოდ, ტოპკლუბია. იტალიელებს ჯერ უნდა მოვუგოთ, შემდეგ კი რონალდოს მაისურა გამოვართვა! (იცინის). სერიოზულად კი, ვიცი და მჯერა, რომ ლოკომოტივს ყველაფერი შეუძლია. განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით. გავითვალისწინებთ შარშანდელ შეცდომებს და ვიბრძოლებთ!", - აცხადებს ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ახალი სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა.

ქართველ მცველს ტრავმის გამო ახალ სეზონში ჯერ არცერთ მატჩში უთამაშია

მეტი ამ თემაზე: 'ვარჯიშიც კი მიჭირდა' - საბა კვერკველია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება?

საბა კვერკველიას და მოსკოვის ლოკომოტივს ტურინის იუვენტუსთან დაპირისპირება 22 ოქტომბერს სტუმრად მოუწევს, შინ კი - 6 ნოემბერს. გასულ სეზონში იური სიომინის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა, სადაც მეტოქეებად პორტუ, შალკე და გალათასარაი ჰყავდა, 3 ქულით და ბოლო ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები