Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 'ბორჯღალოსნებში' ბრუნდება
  • რაგბის კავშირსა და ტულონს შორის ბოლო დეტალები ზუსტდება

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს რუმინეთთან გამართული მატჩის შემდეგ დაასრულა, რის შემდეგაც ქართველი გულშემატკივრის სურვილი იყო, რომ მას კიდევ ერთ მსოფლიოს თასზე ეთამაშა.

UPDATE: მილტონ ჰეიგმა გორგოძის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

რაგბი 15-ის ინფორმაციით, გორგოძე საქართველოს ნაკრებში ბრუნდება და მსოფლიოს თასზე ითამაშებს. ამ დროისთვის საქართველოს რაგბის კავშირსა და ტულონს შორის ბოლო დეტალები ზუსტდება. გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა. POPSPORT-ის ინფორმაციით, გორგოძე ნაკრებში დაბრუნებაზე ყოყმანობდა, რადგან უხერხულად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ პირდაპირ მსოფლიო თასზე უნდა ეთამაშა. როგორც ჩანს, მამუკას ეს უხერხულობა მას მერე მოეხსნა, რაც ნაკრებს წამყვანი მორაგბეები დაუშავდნენ. POPSPORT-მა ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყაროსთან გადაამოწმა. რაგბის კავშირი გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ (შაბათს) დაადასტურებს.

მამუკა გორგოძე მსოფლიო თასზე ითამაშებს! ჩვენს ხელთ არსებული, რამდენიმე წყაროსგან დადასტურებული ინფორმაციით, თითქმის...

Posted by რაგბი 15/Rugby XV on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

ქართველმა მორაგბემ ტოპ 14-ის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან აჟენს 2 ლელო დაუდო და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

მამუკა გორგოძეს ნაკრების კვართით 71 მატჩში უთამაშია, აქედან 13 შემთხვევაში გორგოძე ნაკრების კაპიტანი იყო.

წაიკითხერაგბის ქართველი ლეგენდა - როგორ თამაშობს მამუკა გორგოძე

კომენტარები

ბოლო ამბები