Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მეორე ბრინჯაოს შანსი აქვს 
  • ჩვენი ნაკრების კაპიტანი 1/4-ფინალში დამარცხდა და გამოსვლას რეპეშაჟში გააგრძელებს

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა ჩემპიონატზე 1/4-ფინალში დამარცხდა ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), რომელიც ბრძოლას რეპეშაჟში, ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მან ესტონელი გრიგორი მინასკინი გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლიპარტელიანმა მინასკინს შიდოებით აჯობა

ვარლამ ლიპარტელიანმა ესტონელი გრიგორი მინასკინის ბარიერი გაიარა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

მესამე წრეში ვარლამის მეტოქე ფრანგი ალექსანდერ იდირი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს ვაზარით აჯობა.

ვარლამ ლიპარტელიანმა ალექსანდერ იდირი ვაზარით დაამარცხა

ვარლამ ლიპარტელიანმა ალექსანდერ იდირი ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

1/4-ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას ვერ გაუმკლავდა და იპონზე დაეცა.

ვარლამ ლიპარტელიანის დასანანი მარცხი ჟორჟე ფონსეკასთან

ვარლამ ლიპარტელიანის დასანანი მარცხი ჟორჟე ფონსეკასთან

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

ვარლამ ლიპარტელიანი ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს, სადაც მეტოქედ ჰოლანდიელი მიხაელ კორელი ეყოლება. 30 წლის ქართველი ძიუდოისტი, რომლისთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი ვერცხლის მედალია, კარიერაში პლანეტის პირველობის მესამე ბრინჯაოს მოპოვებითვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი აქვს - ოქროს მფლობელი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) გახდა, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-81) მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები