Thumbnail

კარიერის დასასრული? ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში დაბრუნდა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში ბრუნდება
  • ქართველი ბიზნეს და საკალათბურთო საკითხების მრჩეველად დაინიშნა

დეტროიტში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტს დაუბრუნდა და კლუბში ახალ პოზიციაზე იმუშავებს. ზაზას მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველი კალათბურთელი სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, საკლუბო კარიერასაც ამთავრებს.

საქმე ის არის, რომ უორიორსმა ზაზა მრჩევლად დანიშნა. ქართველი კალათბურთელი გოლდენ სტეიტს დახმარებას ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში გაუწევს.

Welcome back, Zaza Pachulia! Zaza has rejoined the Warriors as a consultant on both business and basketball.

Posted by Golden State Warriors on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

ზაზამ გოლდენ სტეიტთან ერთად NBA-ს ჩემპიონობა 2-ჯერ იზეიმა. მან NBA-ს ბეჭედი 2017 და 2018 წლებში მოიგო. ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში 16 წელი თამაშობდა. მან რეგულარულ სეზონში 1000-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ზაზა NBA-ში ორლანდოს, მილუოკის, დალასისა, დეტროიტისა და გოლდენ სტეიტის ღირსებას იცავდა.

წაიკითხე | ზაზა ფაჩულიას საოცარი კარიერა! ყველაფერი, რაც 16 წელი მოედანზე ხდებოდა
გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები