Thumbnail

რონალდო მესიზე: კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ერთად არასდროს გვისადილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მონაკოში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა
  • უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა
  • კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ ერთმანეთზე ისაუბრეს

მონაკოში მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა. სეზონის ფეხბურთელი ვირჯილ ვან დაიკი გახდა.

ცერემონიის ყველაზე საინტერესო მომენტი უეფას დაჯილდოვების წამყვანის მესისთან და რონალდოსთან გასაუბრება გამოდგა, როდესაც ფეხბურთელებმა ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს.

ორივე სუპერვარსკვლავმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რამდენად აძლიერებენ ერთმანეთს და რამდენად დიდი მოტივაციის მიცემა შეუძლიათ ერთმანეთისთვის. რონალდომ ლიონელ მესი სადილზე უკვე მეორედ დაპატიჟა. მესიმ აღნიშნა, რომ ლა ლიგაში თამაშისას ისინი ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ და ამავდროულად ერთმანეთს ძალიან ეხმარებოდნენ ახალი მიზნების მიღწევაში.

კრიშტიანო რონალდო: "15 წელია ერთმანეთის მეტოქეები ვართ. არ ვიცი, ფეხბურთში მსგავსი რამ კიდევ თუ მოხდება. ეს ადვილი არ არის! ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ერთად არასდროს გვისადილია. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამას შევძლებთ.

ჩვენი კარგი თამაშით ერთმანეთს მოტივაციას ვმატებდით. ფეხბურთის ისტორიისთვის ბევრს ნიშნავს, რომ მე და ის დღეს აქ ვართ. მესი ჩემზე 2 წლით უმცროსია. არ ვიცი, კარიერას როდის დავასრულებ. ვფიქრობ, რომ ჩემი ასაკისთვის კარგად გამოვიყურები. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, 2 ან 3 წლის შემდეგაც აქ ვიქნები. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, მაგრამ მე ისევ აქ ვიქნები."

კომენტარები

ბოლო ამბები