Thumbnail

არის კონტრაქტი! ლევანდოვსკი კარიერის ბოლომდე ბაიერნში რჩება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნთან კონტრაქტი გააგრძელა
  • პოლონელის ახალ ხელშეკრულებას ვადა 2023 წლამდე აქვს

როგორც მოსალოდნელი იყო, რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. პოლონელმა გოლეადორმა ბავარიულ გრანდს თავისი ბედი 2023 წლამდე დაუკავშირა.

“ჩემთვის რობერტო მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდია, რომელიც წლებია, ბაიერნის ლიდერიცაა. ამიტომაც ძალიან გვიხარია, რომ ის კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან,” - განაცხადა რეკორდმაისტერის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

‘კიკერის’ ინფორმაციით, ბაიერნს პოლონელ თავდამსხმელთა კონტრაქტის 2022 წლამდე გაგრძელება სურდა, მაგრამ ლევანდოვსკიმ 2023 წლამდე მოითხოვა. რობერტი 2023 წელს უკვე 35 წლის იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კარიერას სწორედ ბაიერნში დაასრულებს.

წაიკითხე | საუკეთესო ცხრიანი მსოფლიოში? რობერტ ლევანდოვსკის დაუჯერებელი ციფრები

“ბაიერნი ჩემი სახლი გახდა. მიუნხენში თავს მთელი ოჯახი შესანიშნავად ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ,” - აღნიშნა ლევანდოვსკიმ, რომელმაც ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველ 2 ტურში 5 გოლის გატანა შეძლო.

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენურ გრანდში 2014 წელს, დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა. მას მერე პოლონელმა რეკორდმაისტერში ბუნდესლიგის ეგიდით 161 მატჩში 133 გოლი გაიტანა. ამას ემატება 24 გოლი გერმანიის თასზე და 36 გოლი ჩემპიონთა ლიგაში. ბაიერნთან ერთად მან გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო და ოთხჯერ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დორტმუნდის და ბაიერნის ფორმით მას ბუნდესლიგაში სულ 207 გოლი აქვს გატანილი (292 მატჩში).

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები