Thumbnail

ევროპელების ტრიუმფი იაპონიაში - ატირებული სოიჩირო მუკაი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • იაპონელებმა მე-5 დღეს ოქროს მოგება ვერ მოახერხეს

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს მასპინძელმა იაპონიამ ოქროს მედლის მოგება ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც უმედლოდ დარჩა, რადგანაც ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ტურნირს მე-3 ეტაპიდან გამოეთიშა.

კაცთა შორის, 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლები აქსელ კლერჟემ (საფრანგეთი) და ნემანია მაიდოვმა (სერბეთი) მოიპოვეს. ფინალში ჰოლანდიელი ნოელ ვან ტენდი მასპინძელ სოიჩირო მუკაის შეხვდა და მეტოქის დამარცხება იპონით მოახერხა.

ნოელ ვან ტენდი V სოიჩირო მუკაი - 90 კგ მსოფლიოს ფინალი

ნოელ ვან ტენდი V სოიჩირო მუკაი - 90 კგ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 29 აგვისტო, 2019

ქალთა შორის, 70-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლებს სალი კონვეი (ბრიტანეთი) და მარგა პინო (საფრანგეთი) დაეუფლნენ. ფინალურ ორთაბრძოლაში მარი ივ გაჰმა (საფრანგეთი) ბარბარა ტიმო 48 წამში მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით 2 მედალი აქვს: ერთი ოქრო ლუხუმ ჩხვიმიანისგან და ერთი ბრინჯაო ლუკა მაისურაძისგან. საქართველოს ღირსებას კიდევ 2 ძიუდოისტი დაიცავს: ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ) - მათგან ოქროს მედლებს ველოდებით!

კომენტარები

ბოლო ამბები