Thumbnail
  • ფრანგი მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებასა და რეალში წასვლაზე ისევ ფიქრობს 
  • ნახევარმცველის აგენტი მინო რაიოლა ედენ აზარის ხერხის გამოყენებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, დიდი სურვილის მიუხედავად, ამ ზაფხულს მადრიდის რეალში ვერ გადავიდა, თუმცა დანებებას მაინც არ აპირებს. 

"სამეფო კლუბი" მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას, მაგრამ მანკუნიანელებთან შეთანხმება ვერაფრით შეძლო და 26 წლის მსოფლიოს ჩემპიონიც იძულებული გახდა, მანჩესტერში დარჩენილიყო.

მაგრამ პოგბას აგენტი მინო რაიოლა აგრძელებს იმ ფორმულის ძიებას, რომელიც მის კლიენტს "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას შეაძლებინებს. როგორც ირკვევა, სკანდალურ აგენტს გეგმაში "ედენ აზარის ხერხის" გამოყენებაც აქვს.

ფრანგის დამატებით მისი თანამემამულე ზინედინ ზიდანი ინტერესდებოდა

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა, რომელსაც თავის დროზე ასევე ძალიან სურდა რეალში წასვლა, უარი თქვა ჩელსისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. შედეგად კი, ლონდონელები იძულებული გახნდნენ, გაეყიდად ის, რადგან მომავალ წელს უკვე სულ უფასოდ მოუწევდათ მასთან გამომშვიდობება. ესპანური მედიის ცნობით, რაღაც მსგავსს გეგმავს რაიოლაც პოლ პოგბასთან მიმართებაში. 

ანუ, ფრანგი აღარ გაახანგრძლივებს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს, რომელიც კიდევ ორი წელიწადი, 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. რაიოლა ფიქრობს, რომ ეს სცენარი აიძულებს იუნაიტედს, ბოლოს და ბოლოს გაუშვას პოგბა მადრიდში.

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2011 წლიდან იცავს, სადაც იუვენტუსში გატარებული პერიოდის შემდეგ, მეორედ 2016 წელს დაბრუნდა. ნახევარმცველმა შარშან ზაფხულში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები