Thumbnail
  • ქართველი გამთამაშებელი აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს
  • მაზიაშვილს NCAA-ში მამუკელაშვილი და ბეჟანიშვილი დახვდებიან

18 წლის ქართველი კალთბურთელი ლუკა მაზიაშვილი კარიერას აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში (NCAA) გააგრძელებს. ქართველი უკანახაზელი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და კარიერის აწყობას იქვე ეცდება.

ცნობისთვის, ლუკამ გასული სეზონი საქართველოს სუპერლიგის წევრ ოლიმპში ჩაატარა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 2.4 ქულა, 0.9 პასი და 0.7 ჩაჭრა იყო.

მაზიაშვილმა თავი გაცილებით უკეთ წარმოაჩინა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში, როდესაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა ივლისში პორტუგალიურ მატოსინოსში გამართულ ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი გახლდათ: 21.4 წუთი, 12.5 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.9 პასი, 1.9 ჩაჭრა.

ვთქვათ ისიც, რომ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტს გასული სეზონი წარმატებული ნამდვილად არ ჰქონია. გუნდმა საერთო ჯამში მხოლოდ 11 გამარჯვება იზეიმა და კონფერენცია ატლანტიკ 10-ის აუტსაიდერებში ჩარჩა.

ლუკა მაზიაშვილის საუკეთესო მომენტები საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში

აგვარად, მომავალ სეზონში NCAA-ში სამ ქართველ კალათბურთელს უნდა ველოდეთ. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი სეთონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერია, გიორგი ბეჟანიშვილი კი ილინოისის უნივერსიტეტში ყოჩაღობს.

კომენტარები

ბოლო ამბები