Thumbnail

ტრაგედია ამერიკაში! მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქალი რეკორდისთვის ვარჯიშზე დაიღუპა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ამერიკელი ექსტრემალი სპორტსმენი ჯესი კომბსი ტრაგიკულად დაიღუპა
  • 39 წლის სპორტსმენი სისწრაფის ახალი რეკორდის დამყარებას ცდილობდა

აშშ-ში ექსტრემალი ავტომრბოლი ჯესი კომბსი დაიღუპა. 39 წლის სპორტსმენი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას აპირებდა - ტრაგედია ერთ-ერთ ვარჯიშზე მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, კომბსი ორეგონის შტატში სატესტო ვარჯიშებს აკეთებდა სპეციალური ავტომობილით, რომლითაც სისწრაფის საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავდა. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება დაიწყო.

ჯესი კომბსმა სისწრაფის ახალი რეკორდი 2013 წელს დაამყარა, როცა 640 კმ/სთ განავითარა. ამის შემდეგ მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქალი მძღოლი შეარქვეს. ჯესი ამერიკული სარბოლო გუნდის, North American Eagle-ის წევრი გახლდათ. გარდა ამისა, კომბსი ტელეწამყვანიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები