Thumbnail

რუსმა ტანმოვარჯიშემ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში იასპარეზებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარია ხარენკოვამ მოქალაქეობას იცვლის და საქართველოს სახელით გამოვა
  • ხარენკოვა ევროპის ჩემპიონია და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო აქვს მოგებული

რუსი ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა მოქალაქეობას შეიცვლის და საქართველოს სახელით იასპარეზებს - ეს ინფორმაცია ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით გავრცელდა.

20 წლის მარიამ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება ოფიციალურად მიიღო. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ბოლო სხდომა ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში გამართა, სადაც ხარენკოვას უფლება მისცეს, სხვა ქვეყნის ღირსება დაეცვა.

მარია ხარენკოვა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 2014 წელსვე მოახერხა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება. ტურნირი 4 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

ხარენკოვას ინსტაგრამის გვერდზე ირკვევა, რომ ის სამი თვის წინ თბილისში იმყოფებოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები