Thumbnail

US OPEN | ჯოკოვიჩს პრობლემა აქვს, ფედერერმა სეტი ისევ წააგო, მაგრამ გავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეშია
  • შვეიცარიელმა დამირ ჯუმჰურთან პირველი სეტი წააგო
  • ნოვაკ ჯოკოვიჩიც გავიდა, მაგრამ ტრავმა აქვს

დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენ როჯერ ფედერერს აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრის მატჩში, ბოსნიელ დამირ ჯუმჰურთან თავიდან პრობლემები შეექმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში, 38 წლის შვეიცარიელმა ეს ბარიერი მაინც გადალახა და მესამე წრეშია. ისევე, როგორც პირველ მატჩში, ფედერერმა პირველი სეტი ამჯერადაც წააგო (3:6), მაგრამ მერე ზედიზედ სამი მოიგო (6:2, 6:3, 6:4) და ფავორიტის სტატუსი გაამართლა.

“ეს მატჩი ძალიან ჰგავდა წინას. როგორც ჩანს, დრო მჭირდება, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე. კმაყოფილი ვარ, რომ საბოლოოდ ჩემი თამაში ვიპოვე და გავიმარჯვე. მომდევნო მატჩისთვის ეს თავდაჯერებას შემმატებს,” - განაცხადა როჯერმა.

📺 ვიდეო: როჯერ ფედერერი 3:6, 6:2, 6:3, 6:4 დამირ ჯუმჰური (მიმოხილვა)

მესამე წრეშია US Open-ის კიდევ ერთი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩიც. მიუხედავად მარცხენა მხრის პრობლემებისა, სერბმა არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო სამ სეტში, 6:4, 7:6 (7:3), 6:1 დაამარცხა და წინ კვლავ სეტის წაუგებლად მიიწევს. აღსანიშნავია, რომ მატჩის დროს ფიზიოთერაპევტები ჯოკოვიჩის მხარს უვლიდნენ.

“ტკივილები მქონდა და თამაში ადვილი არ იყო. ტკივილმა ჩემს ჩაწოდებებზე და ბექჰენდზე ძალიან იმოქმედა,” - აღნიშნა ნოლემ მატჩის შემდეგ.

📺 ვიდეო: ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 7:6 (7:3), 6:1 ხუან იგნასიო ლონდერო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები