Thumbnail
  • ბექა ღვინიაშვილი მესამე რაუნდში იესპერ სმინკთან დამარცხდა
  • ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფრანგ აქსელ კლერჟესთან წააგო

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს, საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) გავიდა, რომელიც მესამე წრეში დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.

ბექა პირველ წრეში თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მეორე რაუნდში ინდოელ აიაი მისტრის შეხვდა და მეტოქეს 33 წამში იპონით მოუგო.

ბექა ღვინიაშვილმა დევილალ მისტრი შებოჭა და იპონით დაამარცხა

ბექა ღვინიაშვილმა დევილალ მისტრი შებოჭა და იპონით დაამარცხა

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

მესამე რაუნდში ბექას მეტოქე ჰოლანდიელი იესპერ სმინკი აღმოჩნდა, რომელთანაც ბრძოლა დამატებით დრომდე მივიდა, სადაც სამწუხაროდ, ბექა იპონზე დაეცა და ტურნირს გამოეთიშა.

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა - დასანანი მარცხი იესპერ სმინკთან

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

ბექას ჯერჯერობით მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი მოგებული არ აქვს და მისთვის ეს ტურნირიც უმედლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ამ წონაში ახალი ჩემპიონი ეყოლება. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მესამე წრეში აქსელ კლერჟესთან დამარცხდა და ტიტულის დაცვა ვეღარ მოახერხა.

მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება

მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ნიკოლოზ შერაზადიშვილმა აქსელ კლერჟესთან წააგო.

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი აქვს - ოქროს მფლობელი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) გახდა, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-81) მოიპოვა. 30 აგვისტოს ტოკიოს ტატამიზე ვარლამ ლიპარტელიანი გავა, ხოლო 31 აგვისტოს ტურნირზე გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, რომელიც ტიტულის დაცვას შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები