Thumbnail

აიაქსი ჯგუფურ ეტაპზე - ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი დასრულდა
  • აიაქსი 2:0 აპოელი | სლავია 1:0 კლუჟი | ბრიუგე 2:1 ლინცი

ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის შეხვედრები დასრულდა. ამსტერდამის აიაქსმა აპოელს უმასპინძლა და 2:0 მოუგო. პირველი მატჩი გუნდებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა. ამსტერდამელებმა ანგარიში 43-ე წუთზე, მექსიკელი ედსონ ალვარესის გოლით გახსნეს, ხოლო მეორე ტაიმში კვიპროსელებს დუშან ტადიჩმა გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩეხეთში სლავიამ მინიმალური სხვაობით მოიგო და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს ბრიუგეც, რომელმაც ავსტრიული ლინცი 2 მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა.

2019-2020 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია. ახალი სეზონი 17 სექტემბერს დაიწყება და 30 მაისს ''ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე' დასრულდება. დღეს, ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები

📌 პირველი კალათა: ლივერპული, ჩელსი, ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, იუვენტუსი, ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, ზენიტი

📌 მეორე კალათა: რეალი, ატლეტიკო, დორტმუნდი, ნაპოლი, შახტარი, ტოტენჰემი, აიაქსი, ბენფიკა

📌 მესამე კალათა: ლიონი, ლევერკუზენი, ზალცბურგი, ოლიმპიაკოსი, ბრიუგე, ვალენსია, ინტერი, დინამო ზაგრები

📌 მეოთხე კალათა: მოსკოვის ლოკომოტივი, გენკი, გალათასარაი, ლაიპციგი, სლავია, ცრვენა ზვეზდა, ატალანტა, ლილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები