Thumbnail

POGBA OUT - წარწერა მანჩესტერ იუნაიტედის საწვრთნელ მოედანთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრების შეტყობინება პოლ პოგბას
  • მანკუნიანელთა ფანატებს კლუბიდან ფრანგის წასვლა ძალიან სურთ

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პოლ პოგბმა, რომელიც არ მალავს, რომ კლუბის შეცვლა სურს, მანკუნიანელთა გულშემატკივრებისგან არცთუ სასიამოვნო შეტყობინება მიიღო. The Sun-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის საწვრთნელ მოედანთან გაკეთებულ გამაფრთხილებელ დაფაზე, ვანდალებმა წითელი საღებავით წააწერეს: "პოგბა მოშორდი".

ფრან ნახევარმცველს არც სულშერის ხელმძღვანელობით თამაში ხიბლავს

კლუბის მიერ დამონტაჟებული აბრა ფანატებს მოუწოდებს, ავტოგრაფებისთვის არ შეაყოვნონ ფეხბურთელები: "ფეხბურთელებს გზაზე საფრთხის გამო არ აქვთ გაჩერების და ავტოგრაფების დარიგების უფლება. აქ ნუ შეიკრიბებით", ვანდალებმა კი ზედ გადააწერეს: POGBA OUT.

26 წლის ფრანგი ნახევარმცველი დიდი ხანია კლუბის შეცვლა სურს და ამას მისი აგენტი, მინო რაიოლაც ადასტურებს. პოგბას ტრანსფერზე მანჩესტერელებთან რამდენიმე თვის განმავლობაში  მოლაპარაკება მადრიდის რეალს ჰქონდა, მაგრამ ამაოდ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იუნაიტედი სამეფო კლუბისგან ფრანგის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა.

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 2011 წლიდან იცავს, სადაც იუვენტუსში გატარებული პერიოდის შემდეგ, მეორედ 2016 წელს დაბრუნდა. ნახევარმცველმა შარშან ზაფხულში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები