Thumbnail

‘თუ მანჩესტერ იუნაიტედს ვჭირდები, მზად ვარ!’ - ზლატანი დაბრუნებაზე ფიქრობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
  • შვედს მიაჩნია, რომ პრემიერლიგაში არავისზე ნაკლები არ იქნება

ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ ინგლისის პრემიერლიგაში დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იქნებოდა. ვეტერანი შვედი გოლეადორი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს - თუკი მანკუნიანელებს მისი დახმარება დასჭირდებათ.

“თუ იუნაიტედს ვჭირდები, მზად ვარ! - განაცხადა ლოს ანჯელეს გელექსის 37 წლის ცენტრფორვარდმა, რომელმაც ლოს ანჯელესთან დერბიში (3:3) დუბლი შეასრულა, - დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც შემიძლია, პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო.”

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერ იუნაიტედი 2018 წლის მარტში დატოვა და MLS-ში გადავიდა, სადაც 49 მატჩში 44 გოლის გატანა შეძლო. ზლატანი მანამდე ამსტერდამის აიაქსის, ტურინის იუვენტუსის, ბარსელონას და პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავდა.

მას მერე, რაც რომელუ ლუკაკუ მილანის ინტერში გადავიდა და მას ალექსის სანჩესიც მიჰყვება, იუნაიტედს წინა ხაზზე გაძლიერება არ აწყენდა. MLS-ში სეზონი ოქტომბერში მთავრდება, ნოემბერში კი პლეი ოფებია. ახალი სეზონი MLS-ში 2020 წლის მარტში დაიწყება.

“ევროპაში ყველაფერი დამტკიცებული მაქვს. იქ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და 33 ტიტული მოვიგე. იმედი მაქვს, MLS-საც მოვიგებ და მერე ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ჩემი თავგადასავალი,” - დასძინა ზლატანმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები