Thumbnail

მეორე მედალი ტოკიოდან - ლუკა მაისურაძემ ირანელი ჩემპიონი დაამარცხა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მეორე მედალი ლუკა მაისურაძემ მოუტანა
  • 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა შარშანდელ ჩემპიონს აჯობა და ბრინჯაო მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მეორე მედალი ახალგაზრდა ლუკა მაისურაძემ მოუტანა. ამ ზაფხულს გამართული ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, 21 წლის ქართველმა ძიუდოსტმა იგივე შედეგის გამეორება პლანეტის პირველობაზეც მოახერხა - ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 

მედლისთვის შეხვედრაში ლუკა მაისურაძე მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონს, ირანელ საიდ მოლაის დაუპირისპირდა და მეტოქეს შეხვედრით დასრულებამდე 46 წამით ადრე, მეორე ვაზარით სძლია.

ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოიგო!!!

ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოიგო! ქართველმა ძიუდოისტმა ირანელი საიდ მოლაი დაამარცხა

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

ლუკამ ტოკიოში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში სამოელი პენიამინა პერსივალი შებოჭა და ბრძოლა 47 წამში იპონით დაასრულა.

ლუკა მაისურაძემ სამოელი პერსივალი შებოჭვით დაამარცხა

ლუკა მაისურაძემ სამოელი პერსივალი შებოჭვით დაამარცხა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

მეორე წრეში მაისურაძეს მეტოქედ ვედათ ალბაირაქი (იგივე ვანო რევაზაშვილი) შეხვდა, რომელსაც ორი ვაზარით აჯობა.

ლუკა მაისურაძემ ორი ვაზარით მოუგო ვანო რევაზაშვილს

ლუკა მაისურაძემ ვედატ ალბაიარაქს (ვანო რევაზაშვილს) ორი ვაზარით მოუგო

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

მესამე წრეში ლუკას მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატართან გაუჭირდა, ბრძოლა დამატებით დრომდე მივიდა, მაგრამ აქ მაისურაძემ მეტოქის ვაზარით დამარცხება მაინც მოახერხა.

ლუკა მაისურაძის გამარჯვება მონღოლ ოტგონბაატართან

ლუკა მაისურაძის გამარჯვება მონღოლ ოტგონბაატართან

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

მერვედფინალში მაისურაძემ ბელგიელ სამი ჩოუჩის სუფთად სძლია. ლუკამ კარგად იჭიდავა და როგორც კი შანი მიეცა, მეტოქე მაშინვე დააიპონა.

ლუკა მაისურაძის გამარჯვება ბელგიელ სამი ჩოუჩისთან

ლუკა მაისურაძის გამარჯვება ბელგიელ სამი ჩოუჩისთან

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

სამწუხაროდ, ლუკა მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.

ლუკა მაისურაძის სამწუხარო მარცხი ეგვიპტელ ძიუდოისტთან

ლუკა მაისურაძის სამწუხარო მარცხი ეგვიპტელ ძიუდოისტთან თქვენი აზრით, ლუკასთვის ვაზარი უნდა გაეუქმებინათ?

Posted by We Love Judo on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკ შაორფიდინ ბოლტაბოევთან ვაზარი გაუშვა, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე საპასუხო ვაზარის აღება მოახერხა. დამატებით დროში ლუკამ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ვაზარზე დაგდება და გამარჯვება.

მაისურაძემ უზბეკ ბოლტაბოევთან ორი ვაზარით მოიგო

ლუკა მაისურაძემ უზბეკ შაორფიდინ ბოლტაბოევთან ორი ვაზარით მოიგო

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

ამრიგად, ქართველ ძიუდოისტების ანგარიშზე ტოკიოში მოპოვებული ორი მედალია - ოქრო და ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს, 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა. 29 აგვისტოს მედლები ვაჟთა შორის 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები