Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე დღის შეხვედრები იმართება
  • საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე 81 კგ-მდე წონაში ლუკა მაისურაძე გავიდა
  • ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მეოთხე საჭიდაო დღეს ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (-81კგ) ასპარეზობს. ლუკამ ტურნირი კარგად დაიწყო და მეოთხედფინალამდე გააღწია, თუმცა შემდეგ დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის სანუგეშო ტურნირში აგრძელებს.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ბრძოლაში სამოელი პენიამინა პერსივალი შებოჭა და 47 წამში ბრძოლა იპონით დაასრულა.

ლუკა მაისურაძემ სამოელი პერსივალი შებოჭვით დაამარცხა

ლუკა მაისურაძემ სამოელი პერსივალი შებოჭვით დაამარცხა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

მეორე წრეში ლუკას მეტოქედ ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზაშვილი) შეხვდა, რომელსაც მაისურაძემ ორი ვაზარით აჯობა და მესამე ეტაპზე გავიდა.

ლუკა მაისურაძემ ორი ვაზარით მოუგო ვანო რევაზაშვილს

ლუკა მაისურაძემ ვედატ ალბაიარაქს (ვანო რევაზაშვილს) ორი ვაზარით მოუგო

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

ყველაზე მეტად ლუკას მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატართან გაუჭირდა, რადგანაც ბრძოლა დამატებით დრომდე მივიდა, სადაც მაისურაძემ მეტოქის ვაზარით დამარცხება მაინც მოახერხა.

ლუკა მაისურაძის გამარჯვება მონღოლ ოტგონბაატართან

ლუკა მაისურაძის გამარჯვება მონღოლ ოტგონბაატართან

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

მაისურაძემ მერვედფინალში ბელგიელ სამი ჩოუჩის იპონით სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ლუკამ კარგად იჭიდავა და როგორც კი შანი მიეცა, მეტოქე მაშინვე დააიპონა.

ლუკა მაისურაძის გამარჯვება ბელგიელ სამი ჩოუჩისთან

ლუკა მაისურაძის გამარჯვება ბელგიელ სამი ჩოუჩისთან

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

სამწუხაროდ, ლუკა მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწევს.

ლუკა მაისურაძის სამწუხარო მარცხი ეგვიპტელ ძიუდოისტთან

ლუკა მაისურაძის სამწუხარო მარცხი ეგვიპტელ ძიუდოისტთან თქვენი აზრით, ლუკასთვის ვაზარი უნდა გაეუქმებინათ?

Posted by We Love Judo on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2019

რეპეშაჟში ლუკას მეტოქე უზბეკი შაორფიდინ ბოლტაბოევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ძიუდოისტების ანგარიშზე ტოკიოში ჯერჯერობით ერთადერთი მედალია და ისიც ოქრო - 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები