Thumbnail

ქართული გუნდი PRO 14-ს გააძლიერებს - საუზერნ კინგსის მწვრთნელი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საუზერნ კინგსის მწვრთნელმა ბორჯღალოსნებთან გამართული მატჩი შეაფასა
  • გამოცდილმა მორაგბეებმა სამხრეთაფრიკელებს თამაში შემოუტრიალეს

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის მზადების ეგიდით, პირველი მატჩი გამართა, სამხრეთაფრიკულ კლუბ საუზერნ კინგს უმასპინძლა და 24:20 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საუზერნ კინგსის მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა მედიასთან ისაუბრეს და საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასეს. მათ PRO 14-ში ქართული კლუბის შესაძლო დამატებაზეც ისაუბრებს.

რობი კემპსონი (საუზერნ კინგსის მწვრთნელი): ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დახვედრისთვის. ასეთი მატჩი ძალიან გვჭირდებოდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები დაემატნენ და თამაშიც შეიცვალა. მეორე ტაიმში ყურადღება დაცვაზე უნდა გაგვემახვილებინა. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია.

პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, საინტერესო ნახევარი გამოვიდა. გამოცდილი მოთამაშეების შემოსვლამ მატჩს სისწრაფე მოუმატა. 22-მეტრიანში შემოსვლისას მეტოქის გაჩერება ძალიან გვიჭირდა.

პრო 14-ში თამაში ძალიან რთულია თამაში. თითოეული მატჩი გეხმარება ზრდაში. ქართული კლუბი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. თვითონ ტურნირი კი ძალიან იხეირებს ქართული კლუბის დამატებით.

მაიკ ვილემსი (საუზერნ კინგსის კაპიტანი): მადლობა ყველაფრისთვის იმ ადამიანებს, რომლებმაც დახვედრა მოგვიწყვეს. ცხადია, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოსთან თამაშის შანსი მოგვეცა.

PRO 14-ში თამაში ძალიან ზრდის გუნდებს. შესაბამისად, საქართველოსაც დაეხმარებოდა მსგავსი გამოცდილება და დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად.

კომენტარები

ბოლო ამბები