Thumbnail

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის მზადების ეგიდით, პირველი მატჩი გამართა, სამხრეთაფრიკულ კლუბ საუზერნ კინგს უმასპინძლა და 24:20 დაამარცხა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს D ჯგუფს?

  • უელსი
  • ავსტრალია
  • ფიჯი
  • საქართველო
  • ურუგვაი

მატჩი სამხრეთაფრიკელთა მიერ კარგად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დაიწყო, დემეტრი კატრაკილისმა თავი გამოიჩინა - 0:3.

მე-6 წუთზე სტუმრებმა მარცხენა ფლანგზე იხეირეს და ცნობილი სამხრეთაფრიკელი კილერის მოგვარე ს'ბურა სიტჰოლემ ლელო გაიტანა, ხოლო კატრაკილისმა გარდასახა - 0:10. 

კიდევ უფრო ცუდი მატჩის სტარტზე ის იყო, რომ ჯერ გიორგი ცუცქირიძე დაიმტვრა, შემდეგ კი გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ორივე შესაცვლელი გახდა. განსაკუთრებით, რთული ცუცქირიძის ტრავმა ჩანდა, რომელმაც კოჭლობით, გუნდელების დახმარებით დატოვა მოედანი.

მე-15 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველი ლელო გაიტანეს, ლაშა ხმალაძემ ფეხით დაკიდა და გიორგი აფციაურმა მეტოქეს დაასწრო. სოსო მათიაშვილის გარდასახვა მიზანს აცდა - 5:10.

სტუმართა შემდეგი ლელო თითქმის ანალოგიური იყო, ფეხით დაკიდებული კრისტიან ამბადიანგმა დაამიწა, სტუმართა 10-მა ნომერმა კი კვლავ გარდასახა - 5:17.

30-ე წუთზე მეტოქეს დოუსონი გაუძევეს, თუმცა პირველ ტაიმში დარჩენილი დრო მილტონ ჰეიგის გუნდმა ვერ გამოიყენა. 

მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" აქტიურად დაიწყეს, მაგრამ პირველი ქულები სტუმრებმა მოიპოვეს, დემეტრი კატრაკილისმა იოლი პოზიციიდან არ ააცილა - 5:20.

68-ე წუთზე ქართველთა ლელო ვიდეორეფერიმ ჩათვალა - გიორგი მელიქიძე. გარდასხვა მიზანს აცდა - 10:20.

74-ე წუთზე სამხრეთაფრიკელები გარდაუვალ ლელოზე დაჯარიმდნენ, ამიტომ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა - 17:20. 

77-ე წუთზე მოდებაძის გარღვევას, გამოცდილი სუთიაშვილის ლელო მოყვა. მაღალურაძემ გარდასახა - 24:20.

ბოლო წუთებზე სამხრეთაფრიკელებმა შტურმი მოაწყვეს, თუმცა მილტონ ჰეიგის გუნდმა მისი მოგერიება შეძლო - 24:20. 

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 31 აგვისტოს გამართავს, "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა პირველი დონის სარაგბო ქვეყნის ეროვნული ნაკრები საქართველოს ესტუმრება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები იაპონიაში გასამართავ მსოფლიოს თასზე D პულში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან. 23 სექტემბერს "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 

საქართველოს ნაკრები 24:20 საუზერნ კინგსი

საქართველო: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.) (18 წთ. ალექსანდრე თოდუა), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე.

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე (6 წთ. გიორგი თხილაიშვილი), 8. ოთარ გიორგაძე.

შეცვლაზე: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები