Thumbnail

გია ცეცაძის 23 რჩეული - U21 საქართველოს ნაკრები შესარჩევს იწყებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 5 სექტემბერი  | ⚽ საქართველო V ლიხტენშტაინი (გორი) 
  • 10 სექტემბერი  | ⚽ აზერბაიჯანი V საქართველო (ბაქო) 

5 და 10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ ლიხტენშტაინის, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება. სწორედ ამ შეხვედრებით იწყებს U21 საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს.

ლიხტენშტაინთან მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო აზერბაიჯანს საქართველოს ნაკრები ბაქოში ესტუმრება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროშესარჩევი შეხვედრებისთვის მოემზადებიან:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა).

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო).

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი).

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები