Thumbnail

ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური? - EJU-ს სახალისო პოსტი ჩხვიმიანზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჩხვიმიანი მეშვიდე ქართველია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა მოიგო
  • ევროპის ძიუდოს კავშირი ქართველის გაბრაზებას არ გირჩევთ

ლუხუმ ჩხვიმიანმა მეშვიდე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოგება შეძლო. ლუხუმმა ნახევარფინალში იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა, რის შემდეგაც ფინალში უზბეკ ლუტფილაევს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ევროპის ძიუდოს კავშირი ჩხვიმიანის ჩემპიონობას სახალისო პოსტით გამოეხმაურა. ლუხუმის პრესკონფერენციაზე გადაღებულ ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთეს: "ვინ შეჭამა ჩემი ხაჭაპური"?

ევროპის ძიუდოს კავშირი პოსტის აღწერაში მიუთითებს, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ლუხუმ ჩხვიმიანის გაბრაზება არ ღირს.

Don't make the world champion Lukhumi Chkhvimiani angry. 😋🥄🍽 #judoworlds

Posted by European Judo Union on სამშაბათი, 27 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები