Thumbnail
  • სერენა უილიამსმა მარია შარაპოვას შანსი არ დაუტოვა
  • მატჩი, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ, 1 საათიც კი არ გაგრძელდა

აშშ-ის ღია პირველობის პირველივე წრეში სერენა უილიამსისა და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის, მარია შარაპოვას შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, სერენამ მარიას ადვილად მოუგო. ძალიან ადვილად!

ეს სერენას და მარიას 22-ე დუელი გახლდათ. უილიამსს 20 მოგებული აქვს!

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა, რომელიც შარაპოვას სამ დიდ ფინალში შეხვდა, ახლა უკვე 32 წლის რუსი ორ სეტში, 6:1, 6:1 გაანადგურა და ამისათვის სულ რაღაც 58 წუთი იკმარა. მეორე წრეში სერენას უაილდქარდის მფლობელ ქეითი მაკნელისთან (აშშ) ექნება საქმე.

📺 ვიდეო: სერენა უილიამსი 6:1, 6:1 მარია შარაპოვა

კომენტარები

ბოლო ამბები