Thumbnail

ბორჯღალოსნები საუზერნ კინგსის წინააღმდეგ - ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 27 აგვისტო | ⌚ 19:15 | 🏉 საქართველო V საუზერნ კინგსი
  • მილტონ ჰეიგი სამხრეთაფრიკელებთან რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს ასვენებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ გუნდს, საუზერნ კინგსს უმასპინძლებს და ეცდება, რომ მსოფლიოს თასამდე დარჩენილი სამი მატჩიდან პირველი გამარჯვებით დაასრულოს. მატჩის 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მატჩამდე მილტონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ მედიასთან ისაუბრეს და შეხვედრის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს. 'ბორჯღალოსნებმა' 'მიხეილ მესხზე' კაპიტნის ვარჯიშიც ჩაატარეს.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდზე ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა. გუნდები შეთანხმდნენ, რომ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე თამაშში 26-26 მორაგბეს გამოცდიდნენ, რაც ჰეიგისთვის ხელსაყრელი ამბავია. ახალზელანდიელ მწვრთნელს რამდენიმე მორაგბის გამოცდის საშუალება აქვს.

მილტონმა რამდენიმე გამოცდილი მორაგბე სათადარიგო სკამზე დატოვა და თამაშს ახალგაზრდული გუნდით იწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საუზერ კინგსთან

ძირითადი შემადგენლობა: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

ბრძოლაში ბედნიერნი | შემადგენლობა კინგსის წინააღდეგ

#ბრძოლაშიბედნიერნი ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი 🔥 ვრცლად: http://bit.ly/2KXbJOL ხვალ! 27 აგვისტოს! 19:15-ზე უქომაგე #ბორჯღალოსნებს საუზერნ კინგსის წინააღმდეგ ! TBC - თიბისი რაგბის სერიები 2019 ბილეთები შეიძინე მესხზე, დინამოზე და აქ 👉 www.TKT.ge/Rugby 🇬🇪 საქართველო v საუზერნ კინგს 🇿🇦 | 27 აგვისტო, 19:15, მესხი 🇬🇪 საქართველო v შოტლანდია 🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 | 31 აგვისტო, 20:00, დინამო #GeorgianRugby #TheLelos #რაგბიჩვენითამაშია

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 26 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები