Thumbnail
  • ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულს ინარჩუნებს, მაგრამ სექტემბერში მისი დაცვა მოუწევს
  • გაგამარუ აღმოსავლეთის ჯურიოს მე-10 ნომერი გახდა

ქალაქ კისეში კვირას დასრულდა ზაფხულის ტურნე და დღეს სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი იგივე ბანძუკე გამოქვეყნდა. სუმოისტები წლის მე-5 სუპერტურნირზე, აკი ბაშოზე სწორედ ამ ახალი რანგით იჭიდავებენ. აკი ბაშო კი 8 სექტემბერს ტოკიოში იწყება.

ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად დადებითი ბალანსი სჭირდება

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კვლავ ოძეკია და ის აღმოსავლეთის მე-2 ოძეკია. აქამდე ის დასავლეთის მე-2 ოძეკი იყო. წინსვლა რეიტინგში (აღმოსავლეთი დასავლეთზე წინ არის) მოჩვენებითია - მიზეზი ისაა, რომ ოძეკი ტაკაკეიშომ ტიტული დაკარგა და ახლა მხოლოდ სამი ოძეკია ტაკაიასუ, გეოიდო და ტოჩინოშინი. 

მეტიც, ტოჩინოშინი კადობანში ჩააყენეს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას სექტემბრის ბაშოზე 8 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერაში მეორედ დაკარგავს ოძეკის რანგს. კადობანშია ჩაყენებული გოეიდოც. 

დიდი ჩემპიონი კვლავ ორია კაკურიუ, რომელმაც ივლისის ბაშო 14-1 ბალანსით მოიგო და რეკორდსმენი იოკოძუნა ჰაკუჰო. 

ტაკაკეიშო დასავლეთის სეკივაკემდე დაქვეითდა, მიტაკეუმი კვლავ აღმოსავლეთის სეკივაკეა. ორი კომუსუბია: აბი და ენდო. სანიაკუს რიგები დატოვა კომუსუბი რიუდენმა, ის მე-5 მაეგაშირაა. ყოფილი სეკივაკე ტამავაში კი მე-4 მაეგაშირა გახდა. 

აგვისტოს ბანძუკე. სანიაკუ

რანგი | აღმოსავლეთი | დასავლეთი

იოკოძუნა | კაკურიუ | ჰაკუჰო

ოძეკი | ტაკაიასუ | გოეიდო

ოძეკი | ტოჩინოშინი

სეკივაკე | მიტაკეუმი | ტაკაკეიშო

კომუსუბი | აბი | ენდო

7 ბრძოლა ათასამდე

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მხრისა და მუხლის ტრავმების გამო მე-6 დღიდან შეწყვიტა ნაგოიას ბაშოზე ასპარეზობა. 

გრანდები აკი ბაშოსთვის ემზადებიან

31 წლის ქართველ სუმოისტს 80 ბაშოზე აქვს მონაწილეობა მიღებული - 993 ორთაბრძოლა. ასე რომ, მას 7 ორთაბრძოლა რჩება პროფესიულ სუმოში 1 000-იან ნიშნულამდე. ოძეკის რანგში მას 29 გამარჯვება აქვს მოპოვებული, შემდეგი 30-ე იქნება. ბოლოს მან მაისის ბაშოს მე-14 დღეს გაიმარჯვა.

გაგამარუ 8 საფეხურით დააქვეითეს

ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ივლისში ცუდად იჭიდავა, ტრავმირებულმა ქართველმა 3-12 ბალანსით დაასრულა ბაშო და ამიტომაც დაქვეითდა ჯურიოს მე-2 ნომერი ქართველი ახლა აღმოსავლეთის მე-10 ნომერია. იმედია, ამჯერად გაგამარუ კარგად იჭიდავებს, თორემ ივლისში ნაჩვენები ბალანსით ის ელიტის მეორე დივიზიონიდანაც გავარდება. 

გაგამარუ რეაბილიტაციას იაპონიის კურორტზე გადიოდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები