Thumbnail

მერაბ შარიქაძე: რუსეთის სახე იტალიასთან ვნახეთ, საუზერნ კინგსი მეტს მოგვცემს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 27 აგვისტო | ⌚ 19:15 | 🏉 საქართველო V საუზერნ კინგსი | 📺 პირველი არხი
  • ბორჯღალოსნებმა მიხეილ მესხის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ გუნდს, საუზერნ კინგსს უმასპინძლებს და ეცდება, რომ მსოფლიოს თასამდე დარჩენილი სამი მატჩიდან პირველი გამარჯვებით დაასრულოს. მატჩის 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამ თამაშებში უნდა გამოჩნდეს უკანასკნელი 4 წლის და განსაკუთრებით ბოლო კვირების ნამუშევარი.

მილტონ ჰეიგი: "ჯერ ამ თამაშებში და შემდეგ მსოფლიო თასზე უნდა გამოჩნდეს ის სამუშაო, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გავწიეთ. ‘საუზერნ კინგსთან’ და შოტლანდიის ნაკრებთან იმ ტაქტიკურ სიახლეებს გამოვცდით, რომელთა გამოყენებასაც მსოფლიო თასზე ვაპირებთ. საბედნიეროდ, ტრავმა არავის აწუხებს და მომავალი შეხვედრისთვის ყველა მაქსიმალურად მობილიზებული ემზადება."

'ბორჯღალოსნების' კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს, იმედი აქვს, რომ ნაკრები PRO 14-ის გუნდთან თამაშით დიდ გამოცდილებას მიიღებს.

მერაბ შარიქაძე: "მომავალი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, რომელიც კარგ ჩემპიონატში ასპარეზობს. მისი ძლიერი მხარე ხელით თამაშია, განსაკუთრებით კონტრშეტევებისას. როგორც კი რუსეთთან თამაში გაუქმდა, ვთქვი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ძლიერ კლუბს შევხვდებოდით. რუსეთის ნამდვილი სახე იტალიასთან ვნახეთ და ‘საუზერნ კინგსთან’ შეხვედრა, რეალურად უფრო მეტის მომცემი იქნება. (რუსეთმა იტალიასთან ტესტი 70 ქულით წააგო - 85:15).

ამ გუნდს ზუსტად ის სათამაშო სტილი აქვს, რაშიც საკუთარი თავის გამოცდა გვინდა, რასაც უნდა ველოდოთ ფიჯისგან, უელსისგან, ავსტრალიისგან და ურუგვაისგან. ამ თამაშით საუკეთესო გამოცდილებას მივიღებთ."

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები 'დინამო არენაზე' შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება, რომელიც ტიერ1-ის პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვა. მსოფლიოს თასის წინ, დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას ბორჯღალოსნები 6 სექტემბერს, შოტლანდიასთან უკვე სტუმრად გამართავენ.

კაპიტნის ვარჯიში საუზერნ კინგსთან მატჩამდე

კაპიტნის ვარჯიში საუზერნ კინგსთან მატჩამდე

კაპიტნის ვარჯიში საუზერნ კინგსთან მატჩამდე

კაპიტნის ვარჯიში საუზერნ კინგსთან მატჩამდე

კაპიტნის ვარჯიში საუზერნ კინგსთან მატჩამდე

    კომენტარები

    ბოლო ამბები