Thumbnail

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოვიდა. სამივე მონაწილე: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი ადრევე დამარცხდნენ და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე, ჩვენმა ორივე ძიუდოისტმა მხოლოდ სასტარტო შეხვედრის მოგება შეძლო. ვაჟა მარგველაშვილმა, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს სუფთა გდებით აჯობა.

📺 მარგველაშვილის იპონი აბელრაჰმანთან

ვაჟა მარგველაშვილმა ეგვიპტელ აბდელრაჰმანს იპონით მოუგო

ვაჟა მარგველაშვილმა ეგვიპტელ აბდელრაჰმანს იპონით მოუგო

Posted by Silk Sport on კვირა, 25 აგვისტო, 2019

მსოფლიო რეიტინგში ამ წონის ქართველი ლიდერი მესამე წრეში სამხრეთკორეელი ლიმჰვან კიმს ვეღარ გამოუკლავდა. 

ბაგრატ ნინიაშვილმა პირველ წრეში გვინეელ მუსა კაბას მოუგო სუფთად, მეორეში კი ავსტრაილიელ ნათან კატზს ვაზარით სძლია.

📺 ნინიაშვილის მოგება კაბასთან

ბაგრატ ნინიაშვილმა მუსა კაბა იპონით დაამარცხა

ბაგრატ ნინიაშვილმა მუსა კაბა იპონით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

Posted by Silk Sport on კვირა, 25 აგვისტო, 2019

მესამეში ნინიაშვილი მონღოლ ბასხუ იონდონპერენლეისთან დაძაბული ბრძოლის შემდეგ, მესამე გაფრთხილებით დამარცხდა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა ტურნირის ჩვენს ერთადერთ წარმომადგენელს, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (-52) პირველ წრეში პოლონელ ალეკსანდრა კალეტას სუფთად კი მოუგო, მაგრამ მეორეში ვიეტნამელ თუი ნგუიენთან ვაზარით დამარცხდა.  

📺 ლევიცკა-შუკვანის მოგება კალეტასთან

ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ანა კალეტა იპონით დაამარცხა

ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ანა კალეტა იპონით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეა

Posted by Silk Sport on კვირა, 25 აგვისტო, 2019

ტოკიოში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი 25-31 აგვისტოს იმართება. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს გუნდს პირველი მედალი და თანაც ოქრო, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს, 27 აგვისტოს, ტატამიზე ერთი ქართველი ძიუდოისტი გავა - ლაშა შავდათუაშვილი (-73).

კომენტარები

ბოლო ამბები