Thumbnail
  • პარი სენ-ჟერმენმა ტულუზა 4:0 დაამარცხა
  • ნეიმარი ისევ არ იყო, მბაპე და კავანი დაშავდნენ

UPDATE: საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ პარი სენ-ჟერმენს საკუთარ მოედანზე ტულუზასთან შთამბეჭდავი გამარჯვება (4:0) ძვირად დაუჯდა. ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, პარიზელებს ერთდროულად ორი სუპერვარსკვლავი, ედინსონ კავანი და კილიან მბაპე დაუშავდათ. მათ მოედანი ნაადრევად დატოვეს. ურუგვაელი გოლეადორი მე-14 წუთზე ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა შეცვალა, ფრანგი კი - 66-ე წუთზე 17 წლის მცველმა არტურ ზაგრემ. ნეიმარი, რომელსაც ბარსელონაში, ან რეალში გადასვლა სურს, განაცხადში ისევ არ იყო.

აღსანიშნავია, რომ კავანის ნაცვლად მოედანზე შესვლის შემდეგ, ანაგრიში სწორედ ჩუპო-მოტინგმა გახსნა (50-ე წუთზე). მეორე გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს, რის შემდეგაც ანხელ დი მარიამ პენალტი ვერ გამოიყენა. 75-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა დუბლი გაიფორმა, საბოლოო ანგარიში კი მარკინიოსმა, 83-ე წუთზე დააფიქსირა.

ამ დროს მბაპე მოედანზე უკვე აღარ იყო. საფრანგეთის ჩემპიონატში თავის მე-100 შეხვედრაში 20 წლის ფორვარდმა ტრავმა 65-ე წუთზე მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია კავანის და მბაპეს ტრავმები - მანამდე, პსჟ ჩუპო-მოტინგის იმედად უნდა იყოს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მბაპეს გამოჯანმრთელებისთვის სამი კვირიდან ერთ თვემდე პერიოდი გაუცდება.

ედინსონ კავანი პირველსავე ტაიმში შეცვალეს

თომას ტუხელს სურდა, რომ ნეიმარს ეთამაშა, მაგრამ ეს გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ არ დაუშვა. ტუხელი ამბობდა, რომ ნეიმარი მზად იყო სათამაშოდ, მაგრამ განაცხადში სატრანსფერო ინტერესების გამო არ შეიყვანეს.

📺 ვიდეო: პარი სენ-ჟერმენი 4:0 ტულუზა (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები