Thumbnail
  • ვინ შეცვლის ნეიმარს პარი სენ-ჟერმენში
  • ინგლისური მედია: პსჟ ზაჰას შეიძენს

ბრიტანული ‘მირორის’ ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი კრისტალ პალასის ფორვარდ ვილფრიდ ზაჰას შეიძენს. როგორც ირკვევა, პსჟ მზადაა, ინგლისურ კლუბს 109 მილიონი ევრო გადაუხადოს. ზაჰა პარიზში ნეიმარს შეცვლის, რომელიც უახლოეს დღეებში ან ბარსელონაში გადავა, ანაც მადრიდის რეალში.

სანამ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურებოდა, ზაჰა ლონდონის არსენალში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ‘მეთოფეებს’ 92 მილიონი ევრო ებევრათ და მის ნაცვლად ლილიდან ნიკოლა პეპე შეიძინეს (80 მილიონად). სწორედ მაღალი ფასი იყო დორტმუნდის ბორუსიას უარის მიზეზიც.

პსჟ-სთვის კი ფული, როგორც იცით, პრობლემას არ წარმოადგენს. 26 წლის ზაჰას ასეთ ფასს მისი მრავალმხრივობა განაპირობებს. მას წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში - ბრწყინვალეა როგორც ორივე ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები