Thumbnail

იოკოძუნა კაკურიუმ 3-ქულიანი ჩააგდო, ჰაკუჰომ ააცილა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იაპონია 86:83 გერმანია
  • ორი დიდი ჩემპიონი კალათბურთის მატჩზე

31 აგვისტოდან ჩინეთში საკალათბურთო მუნდიალი იწყება, რომლისთვის მზადების დასკვნით ფაზაში გერმანიის ნაკრები საიტამაში იაპონიის ნაკრებს შეხვდა და 83:86 დამარცხდა. 

მატჩზე იმყოფებოდნენ დიდი ჩემპიონი სუმოისტები, მონღოლი ჰაკუჰო და მისი თანამემამულე კაკურიუ. ისინი 25 აგვისტოს ასრულებენ ზაფხულის ტურნეს და აკი ბაშოსთვის ემზადებიან, რომელიც 6 სექტემბერს ტოკიოში იწყება.

📺 ჰაკუჰო

მართალია, სუმოში ჰაკუჰო უნიკალური მოვლენაა - მან 42-ჯერ მოიგო იმპერატორის თასი, მაგრამ მისგან კალათბურთელი ვერ დადგება, ჰაკუჰომ ახლო მანძილიდან ვერ ჩააგდო, ერთხელ კალათსაც ვერ უწია, ბოლოს, როგორც იქნა, მან შეძლო საჯარიმოს ჩაგდება.

მაშინ, როცა კაკურიუს ("მხოლოდ" 6 იმპერატორის თასი) სამქულიანი იდეალური იყო და ოვაციებიც დაიმსახურა.  

📺 კაკურიუ

სხვათა შორის, ორივე იოკოძუნა მხურვალედ გულშემატკივრობდა იაპონიის ნაკრებს და "ნიპონ, ნიპონს" გაყვიროდა (იაპონია) - რითაც დარბაზიც აიყოლიეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები