Thumbnail
  • ეროვნული ლიგის 25-ე ტური ბოლნისში გაიხსნა, სადაც სიონმა ბათუმის დინამო მიიღო
  • გამარჯვებული გუნდიდან გოლები დვალიშვილმა, ჯოვინომ (2) და ჯიღაურმა გაიტანეს

ეროვნული ლიგის 25-ე ტური ბოლნისში გაიხსნა, სადაც სიონმა ბათუმის დინამოს უმასპინძლა. ფავორიტი აჭარული გუნდი იყო და გაამართლა კიდეც სტატუსი. გია გეგუჩაძის გუნდმა დიდი სხვაობით, 4:0 სძლია მეტოქეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა. მეორე ტაიმი სულ ოთხი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბათუმელთა იერიში მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, ჩაწოდებას კი ლადო დვალიშვილის თავური დარტყმა და გოლი მოჰყვა.

0:1 დვალიშვილი (49)

72-ე წუთზე ბილნისელთა კარში მეორე გოლი გავიდა და ნათელი გახდა რომ სტუმრები გამარჯვებას არ გაუშვებდნენ ხელიდან. თავი ფლამარიონ ჯოვინომ გამოიჩინა, რომელმაც მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, სამ მცველს აუბნია თავგზა და ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

0:2 ჯოვინო (72)

მესამე გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. ბათუმელთა ახალწვეულმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. ჯაბამ საჩხერის ჩიხურას დუბლი შეუსრულა, ამჯერად კი ერთხელ გამოიჩინა თავი. ჯიღაურმა ბურთი მარჯვენა ფრთაზე მიიღო და გამოზომილი დარტყმით, ბურთი მეკრისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა.

0:3 ჯიღაური (80)

მატჩის საბოლოო ანგარიში ფლამარიონ ჯოვინომ დააფიქსირა. ვლადიმერ მამუჩაშვილის შორეული დარტყმის შემდეგ, ბურთი ბოლნისელთა მეკარემ მოიგერია, სტუმართა ლეგიონერმ კი დამატებაზე ითამაშა და ბურთი მეოთხედ გაახზვია ბადეში.

0:4 ჯოვინო (84) 

ბათუმელებმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს და სათავეში მოექცნენ სატურნირო ცხრილს. 25 მატჩში მოპოვებული 49 ქულით გეგუჩაძის გუნდი ლიდერია. თუმცა, აქვე აღვნიშნოთ, რომ თბილისის დინამოს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ ორივე მოიგო, 53 ქულას მოაგროვებს. 22 თამაშში მოპოვებული 43 ქულით მესამე ადგილზე საბურთალოა. სწორედ ეს სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. 

სიონი 0:4 დინამო ბთ.

გოლი: 0:1 დვალიშვილი (49), 0:2 ჯოვინო (72), 0:3 ჯიღაური (80), 0:4 ჯოვინო (84).

სიონი (4-2-3-1): ისიანი - ჩაჩუა (82. ტვილდიანი), აფაქიძე, ჯაფიაშვილი, სუხიაშვილი - თარხნიშვილი, ხმალაძე - ივანიშვილი (65. გვარაძე), უგრეხელიძე (62. უგულავა), კახაბრიშვილი - ტატანაშვილი.  

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი (82. ჩალაძე) - მანჯგალაძე, ტეიდი - რამოსი (66. მამუჩაშვილი), ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი (76. თევდორაძე).

📸 | სიონი ბოლნისი 0:4 დინამო ბათუმი

📸 | სიონი ბოლნისი 0:4 დინამო ბათუმი

📸 | სიონი ბოლნისი 0:4 დინამო ბათუმი

📸 | სიონი ბოლნისი 0:4 დინამო ბათუმი

📸 | სიონი ბოლნისი 0:4 დინამო ბათუმი

📸 | სიონი ბოლნისი 0:4 დინამო ბათუმი

📸 | სიონი ბოლნისი 0:4 დინამო ბათუმი

კომენტარები

ბოლო ამბები