Thumbnail

ინტერს ვიდალი უნდა, თუმცა ბარსელონას იჯარა არ აწყობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კატალონიური კლუბი 32 წლის ჩილელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს
  • არტურო ვიდალს ბარსელონასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს

მილანის ინტერი ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს და არტურო ვიდალის გადაბირება სურს, მაგრამ მუნდო დეპორტივოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს. კატალონიელებს 32 წლის ჩილელის გაყიდვა უნდათ, მილანელებს კი მისი იჯარით აყვანა სურთ გამოსყიდვის პერსპექტივით.

ბარსელონა ვიდალის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. აქვე აღვნიშნოთ, რომ კატალონიელებმა არტურო 2018 წლის ზაფზულში 18 მილიონ ევროდ გადაიბირეს. ჩილელი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა. ვიდალს ბარსასთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები