Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძე 2:6, 6:2, 7:6 ნა-ლაე ჰანი
  • ძირითად ბადემდე ერთი მოგება რჩება

ნიუ იორკში "ფლაშინგ მედოუს" კორტებზე ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის მატჩები მიმდინარეობს. 21 წლის მარიამ ბოლქვაძე (202) მე-2 წრეში კორეელ ნა-ლაე ჰანს (163) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა - 2:6, 6:2, 7:5. თამაში 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში მარიამმა სენსაციურად დაამარცხა მე-8 ნომრად განთესილი ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101). ქართველი ჩოგბურთელი ფინალურ, მესამე წრეში 21 წლის ჩინელ შილინ ქსუს (215) შეხვდება. 

თუ მარიამი დაამარცხებს ჩინელ მეტოქეს, წლევანდელ US OPEN-ზე ძირითად ბადეში სამი ქართველი ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაჟთა ერთეულებში და წყვილებში, მარიამ ბოლქვაძე ქალთა ერთეულებში და ოქსანა კალაშნიკოვა ქალთა წყვილებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები