Thumbnail

ეროვნული ლიგის 25-ე ტური ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიხსნება, სადაც სიონი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. ერთმანეთს სხვადასხვა მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან: სიონის მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, ხოლო დინამოს ჩემპიონობა სურს. წესით, გულშემატკივარმა საინტერესო მატჩი უნდა იხილოს.

ბათუმის დინამოს 24 მატჩი აქვს ჩატარებული და 46 ქულით მეორე ადგილზეა სატურნირო ცხრილში. ერთი ქულით მეტი აქვს თბილისის დინამოს, თუმცა დედაქალაქურ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეუძლია ფორა გაზარდოს. შესაბამისად, ბათუმელების ერთადერთი მიზანი ბოლნისში სამი ქულის მოპოვება უნდა იყოს. გია გეგუჩაძის გუნდისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ბათუმის დინამოს ერთი პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა და სწორედ მაშინ ჩამორჩა მთავარ კონკურენტს, თუმცა ბოლო ორი მატჩი აჭარლებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და 6 ქულა აიღეს. გეგუჩაძის გუნდმა ჯერ ვიტ ჯორჯიას მოუგო 3:0, შემდეგ კი ჩიხურას გაუტანა ორი უპასუხო გოლი. საჩხერელებთან გამარჯვების მთავარი შემოქმედი ჯაბა ჯიღაური იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჯაბა ბათუმელთა ახალწვეულია, აშკარად გააძლიერა გუნდი და შეეცდება დინამოს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმაროს.

ჯიღას დუბლი

ჯიღას დუბლი ჩიხურასთან ⚡ 🔶 🔷 დინამო ბათუმის გენერალური სპონსორია europebet 📰 მედია პარტნიორი popsport

Posted by FC Dinamo Batumi on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2019

გია გეგუიჩაძის გუნდი სიონთან მატჩს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ტრავმირებულია ნიკოლოზ საბანაძე და შესაბამისად, ვერ მიყვება გუნდს ბოლნისში, სხვები კი მწყობრში არიან. სავარადოდ, დინამო ისევ 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი დვალიშვილი იქნება, მის უკან კი გაბრიელი, ჯოვინო და ჯიღაური იმოქმედებენ. ვნახოთ, წინ საინტერესო მატჩი გველოდება.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი)

"ბოლნისის სიონის თამაში გავარჩიეთ და კარგი გუნდია. კომპაქტურად იცავენ თავს. რთული მატჩი იქნება, მით უმეტეს ასეთ სიცხეში, მაგრამ მზად ვართ ბრძოლისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მისაღწევად".

ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი)

"რთული თამაში იქნება. ცხელი ამინდია მოსალოდნელი და თან, საღამოს 5 საათზეა მატჩი დანიშნული. შესაბამისად, რთულ კლიმატურ პირობებში მოგვიწევს თამაში. თუმცა, ჩვენ მხოლოდ სამი ქულისთვის გავალთ მინდორზე და სხვა შედეგი მიუღებელია".

საინტერესო ფაქტები

⚽ ბათუმის დინამოს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ ბოლნისის სიონს ეროვნული ლიგის  ბოლო 5 თამაშში 1 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება აქვს.

⚽ წელს გუნდები ორჯერ შეხვდენ ერთმანეთს და ორივე მატჩი ბათუმის დინამომ მოიგო.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსი: 9:3 ბათუმის დინამოს სასარგებლოდ.

⚽ ბოლნისის სიონი სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

⚽ ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სავარაუდო შემადგენლობები

სიონი (4-2-3-1): ისიანი - ჩაჩუქა, აფაქიძე, უგრეხელიძე, სუხიაშვილი - ცაცკრიალაშვილი, ხმალაძე - ივანიშვილი, კახაბრიშვილი, თარგამაძე - ტატანაშვილი.  

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, მამუჩაშვილი - გაბრიელი, ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები