Thumbnail
  •  
  • PES 2020 მსოფლიოს მასშტაბით 10 სექტემბრიდან გამოვა
  • პირველად, ვიდეოთამაშში საქართველოს ნაკრებიც იქნება

ვიდეოთამაშ  PES-ის (eFootball Pro Evolution Soccer) მოყვარულებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ - თამაშის 2020 წლის ვერსიაში საქართველოს ნაკრებიც იქნება:

"მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ".

საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES (Pro Evolution Soccer) შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Konami-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს International Superstar Soccer-ის სერიის სპინოფს.

2011 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ფრენჩაიზი ლოკალიზდა 19 ენაზე და ხელმისაწვდომია 62 ქვეყანაში. 2012 წლის დეკემბრის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით სერიის 81,65 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ფრენჩაიზად იქცა.

PES 2020-ის დემოვერსია 30 ივლისს გამოვიდა, სრული ვერსიის პრეზენტაცია კი 10 სექტემბერს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები