Thumbnail
  • ქართველმა AGMK ნახევარფინალში გაიყვანა
  • შოთა არველაძის ფახთაქორი 22 აგვისტოს ითამაშებს

ელგუჯა გრიგალაშვილის AGMK უზბეკეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, ქართველის გუნდმა სტუმრად ტაშკენტის ოკტეპა 4:3 დაამარცხა. გრიგალაშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა, მან გოლები 43-ე, 44-ე და 53-ე წუთებზე გაიტანა. 

29 წლის გრიგალაშვილი AGMK-ში ახლახან გადავიდა ყიზილქუმიდან, უზბეკეთის ჩემპიონატში მან 4 თამაშში 1 გოლი გაიტანა AGMK-ს მაისურით და 13 თამაშში 4 გოლი ყიზილქუმის მაისურით. მას ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩში აქვს ნათამაშები. გრიგალაშვილმა ბოლოს ჰეთ თრიკი 2018 წლის მარტში ყიზილქუმის მაისურით შეასრულა (სოგდიანას წინააღმდეგ - 1:3).

კახა მახარაძის სოგდიანა 1/4 ფინალში შინ ბუნიოდკორთან დამარცხდა - 1:2 და თასის გათამაშებას გამოეთიშა. მეოთხედფინალშია შოთა არველაძის ფახთაქორიც, რომელიც 22 აგვისტოს ტერმეზს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები