Thumbnail

‘არ მომწონს VAR’ - მოჰამედ სალაჰს ფეხბურთი მსაჯების შეცდომებით ურჩევნია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის თავდამსხმელი ვიდეოგამეორების სისტემის წინააღმდეგ გამოდის
  • თუმცა, 27 წლის ეგვიპტელი იმედოვნებს, რომ VAR პირადად მას უფრო ახეირებს  

ლივერპულის თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ვიდეოგამეორების სისტემის (VAR) წინააღმდეგ გამოდის. 

"სულ ვამბობ, რომ არ მომწონს VAR. ფეხბურთი ისეთი მიყვარს, როგორიც არის - მსაჯების შეცდომებით და ზოგჯერ ფეხბურთელების მხრიდან აგრესიით. გარკვეულწილად, მართლაც საჭიროა ფეხბურთელების სახიფათო თამაშისგან დაცვა და ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი გამართლებაა VAR-ის გამოყენებისთვის. მაგრამ მე პირადად ფეხბურთს მსაჯობის ნაკლოვანებებით, ფეხბურთელების შეცდომებითა და სხვა ყველაფერით ვიღებ. ამის წყალობით არის ის ასეთი მომხიბვლელი.

რაც შეეხება VAR-ის გავლენას, აი, ნახავთ, ჩემზე უხეშობისთვის ახლა უფრო მეტი პენალტი დაინიშნება", - ამბობს ეგვიპტელი ფეხბურთელი.

ინგლისის პრემიერლიგაში VAR ამ სეზონიდან ამოქმედდა

27 წლის მოჰამედ სალაჰი ლივერპულის ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც რომადან გადავიდა. ეგვიპტელმა ევროპაში თამაში ბაზელში დაიწყო, საიდანაც ჯერ ჩელსიში, შემდეგ კი ფიორენტინაში აღმოჩნდა.

ინგლისის პრემიერლიგაში გასული ორი ტურის შემდეგ, ლივერპულს 6 ქულა აქვს და ლონდონის არსენალთან დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები