Thumbnail
  • ლევან შენგელია ლა ლიგა 2-ის კადისში აღარ გადავა
  • ქართველით ქონიასპორი დაინტერესდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, 23 წლის ლევან შენგელიას ტრანსფერი ლა ლიგა 2-ის კადისში გამორიცხულია.

Portal Cadista ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი თავად ფეხბურთელის განცხადებაა - ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩის შემდეგ (ფეიენოორდთან) დინამო თბილისის ფეხბურთელმა სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა. ეს კომენტარი ევროპულ გამოცემებშიც მოხვდა - შენგელია ამბობდა, რომ დიდი ალბათობით, გუნდიდან მიდის, ოღონდ, კადისის გარდა სხვა მსურველებიც ჰყავს, ერთ-ერთი კი თურქული კლუბია. როტერდამელებთან მატჩში ანგარიში სწორედ მან გახსნა. 

თუ აქამდე კადისის მესვეურები და მათ შორის პრეზიდენტი მანუელ ვისკაინო, ადასტურებდნენ, რომ ქართველს ევროთასების შემდეგ გუნდში ელოდნენ, 90-იანი წლების ესპანელმა ფეხბურთელმა ოსკარ არიასმა, რომელიც ახლა კადისის საფეხბურთო დირექტორია, გამორიცხა, რომ ქართველის ტრანსფერი მომავალში შედგება:

"ახლა ეს ტრანსფერი საბოლოოდ გამორიცხულია. კადისი დიდი გუნდია და არავის აქვს უფლება ასე მოექცეს მას. არასერიოზული დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია. ასე რომ, ეს შეთავაზება გაუქმებულია". 

თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის შესაძლო ჩაშლის მიზეზი სულ სხვაა - კადისი ქართველ ლეგიონერს დაბალ ხელფასს სთავაზობდა.

უკვე ცნობილია, რომელი თურქული კლუბია დაინტერესებული ლევან შენგელიას ტრანსფერით - memleket წერს, რომ ეს გუნდი ქონიასპორია. 

"ტრანსფერმარკტი" ფორვარდს 500 ათას ევროდ აფასებს, თუმცა ის 31 აგვისტოს თავისუფალი აგენტი ხდება. 

შენგელია 2017 წლის იანვარში ბელგიურ ტუბიცეში გადავიდა, საიდანაც იჯარით სამხრეთ კორეულ დაეჯეონ სიტიზენში აღმოჩნდა. დინამომ ის შარშან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა. მიმდინარე ეროვნულ ლიგაში შენგელიას 11 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს. თურქეთის ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ქონიამ პირველი მატჩი ფრედ ითამაშა 

კომენტარები

ბოლო ამბები