Thumbnail

ბორუსიას ინგლისელი - ჯეიდონ სანჩო ახალი კონტრაქტით კვირაში €200,000 მიიღებს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯეიდონ სანჩოს ახალი კონტრაქტი
  • ბორუსია 19 წლის ინგლისელს €200,000 ევროს გადაუხდის...

დორტმუნდის ბორუსიას და ინგლისის ნაკრების 19 წლის წევრმა - ჯეიდონ სანჩეომ გერმანულ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც იგი კვირაში 200,000 ევროს მიიღებს.

სანჩომ გასულ სეზონში 13 გოლი გაიტანა, რითიც მანჩესტერ იუნაიტედის ყურადღება მიიპყრო. ახალგაზრდა ინგლისელი ბორუსიამ 2017 წელს მანჩესტერ სიტისგან შეიძინა.

ინგლისის ნაკრებში დებიუტირების შემდეგ დორტმუნდის შემტევმა ეროვნული გუნდის ფორმით - 6 მატჩი ჩაატარა. ხოლო ასაკობრივ გუნდებში (U16, U17, U19) 34 მატჩში, 23 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები