Thumbnail

ლივერპულის დანიელ სტარიჯი კარიერას თურქეთში განაგრძობს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სტარიჯი ტრაბზონსპორში ითამაშებს
  • ინგლისელი თურქეთშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს...

ლივეპრულის, მანჩესტერ სიტის, ჩელსი და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - დანიელ სტარიჯი თურქეთშია და ტრაბზონსპორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

29 წლის ფორვარდი ლივერპულმა ივლისში გაათავისუფლა და მას შემდეგ სტარიჯი თავისუფალი აგენტია. სტარიჯმა კარიერა სიტიში დაიწყო, ხოლო 2009 წელს ჩელსის შეუერთდა.

პირველი გაბრწყინება სტარიჯს პრემიერლიგაში ბოლტონში ჰქონდა, სადაც 2010-11 წლების სეზონის მეორე წრე განათხოვრების წესით ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები