Thumbnail
  • დღევანდელი მონაცემით, ბასილაშვილს მე-17 ნომრად განთესავენ
  • ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადე 26 აგვისტოს იწყება

26 აგვისტოს წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირი იწყება - ამერიკის ღია პირველობა. US Open-ზე პირველად, 27 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი განთესილი იქნება, მაგრამ რომელი ნომრით?

ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრისას 19 აგვისტოს რეიტინგშით ისარგებლებენ, რომელშიც ბასილაშვილი მე-18 ჩოგანია 1 985 ქულით. 

რეიტინგში მის წინ მდგომთაგან ტურნირს მხოლოდ ხუან მარტინ დელ პოტრო მოეხსნა. ასე რომ, ბასილაშვილს მე-17 ნომრად განთესვა გარანტირებული აქვს. შესაძლოა, კევინ ანდერსონიც მოეხსნას. ამ შემთხვევაში ბასილაშვილი US Open-ზე მე-16 ნომრად განთესილი იქნება. 

US Open-ის მომგები 2 000 ქულასა და $3 850 000-ს მიიღებს. ბასილაშვილმა შარშან მერვედფინალში ითამაშა, სადაც ოთხ სეტში რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ამისთვის მან 180 ქულა მიიღო, რომლებიც მას 9 სექტემბრისთვის დააკლდება. სხვათა შორის, ამის გამო ნიკა შესაძლოა, რეიტინგში არც დაქვეითდეს, რადგან ამჟამად მსოფლიოს მე-19 ჩოგან ფელიქს ოჟიე-ალიასიმს 1 750 ქულა აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები