Thumbnail

'ირლანდიური დუელი' - მაკგრეგორი რინგზე ბრუნდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კონორი რინგს უბრუნდება
  • მაკგრეგორი სამშობლოში იჩხუბებს

გასულ კვირას კონორ მაკგრეგორი სამხრეთ დუბლინის ერთ-ერთ პაბში სტუმარს თავს დაესხა, რასაც ირლანდიელი მოკრივე - ლუკ კილერი გამოეხმაურა.

კილერმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ კონორს 'ერთ ადგილზე დიდი საიმოვნებით დასვამდა' და შედეგად ბრძოლაში გამოიწვია.

როგორც კილერი ამბობს, მას შემდეგ მაკგრეგორმა დაურეკა და 'ცხარე საუბრის' შემდეგ ბრძოლას დათანხმდა. "ირლანდიაში მებრძოლთა წრე არც ისე დიდია, გაიგო ჩემი პოსტის შესახებ და დამირეკეა."

"ცხარე საუბრი გვქონდა, ტელეფონში მითხრა, რომ ჩემთან იჩხუბებდა." - აცხადებს 32 წლის მოკრივე, რომელიც პრომოუტერულ კომანიასთან MTK-სთან თანამშრომლობს, იგივე კომპანია როგორც ცნობილი გახდა კონორთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 'ირლანდიურ დუელთან' დაკავშირებით.

კრივის წარსული: საშუალო წონის მოკრივეს - კილერს რინგზე 20 ბრძოლა აქვს ჩატარებული - 17 მოგება, 2 წაგება, 1 ფრე. ხოლო კონორის მთელი გამოცდილება ფლოიდ მეივეზერთან 10 წაუნდში წაგებული ერთი მატჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები