Thumbnail
  • რატი ანდრონიკაშვილი შესაძლოა, იონიკოსში გადავიდეს
  • ქართველ გამთამაშებელს მიწვევები NCAA-ს კლუბებიდანაც აქვს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რატი ანდრონიკაშვილი იონიკოსში გადადის. sportime.gr წერს, რომ ბერძნული კლუბი დიდ ინვესტიციას ახორციელებს ქართველი გამთამაშებლის დამატებით, რადგან ის სუპერტალანტია. 

"ის ჯერ 18 წლისაა, თუმცა მაგრამ თავისი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება. მას უკვე კარგად იცნობს ნაკრების თავკაცი ილიას ზუროსი. იონიკოსს საუკეთესო სკაუტები ჰყავთ, მათ ანდრონიკაშვილის მონაცემები არ გამოპარვიათ. ქართველ კალათბურთელის პროგრესს უკვე აკვირდებიან ამერიკული კლუბები". 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რატი ანდრონიკაშვილი EBA-ს მირაფლორესში თამაშობს, რომელიც ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონია. 

ახლახან რატიმ საქართველოს 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებთან ერთად ევრობასკეტის მატჩებში ითამაშა, სადაც, მედიის ინფორმაციით, NCAA-ს სკაუტების ყურადღება მიიპყრო და მას ამერიკული კლუბებიდან რამდენიმე მიწვევაც აქვს.

იონიკოსი გასულ სეზონში A2 ლიგაში პირველ ადგილზე გავიდა და ელიტაში გადავიდა. 

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები