Thumbnail

პრობლემები Bioware-ში: რა ბედი ელის Anthem-სა და Dragon Age 4-ს?

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • EA-ს შვილობილ კანადურ კომპანიას პრობლემები აქვს!
  • სტუდია ბოლო კვირის განმავლობაში ორმა მთავარმა დეველოპერმა დატოვა!

Bioware-ის სტუდიას ყველა გეიმერი იცნობს ისეთი საკულტო თამაშებით, როგორებიცაა Mass Effect-ის ტრილოგია და Dragon Age. თუმცა, ბოლო დროს, დეველოპერული სტუდიის საქმე სულ უფრო და უფრო ცუდად მიდის: Anthem, ონლაინ მულტიფლეიერი, რომელზეც გეიმერები დიდ იმედებს ამყარებდნენ, წარუმატებელი გამოდგა და Mass Effect-ის ''გაცოცხლების'' მცდელობაც ცუდად დამთავრდა: ახალი Mass Effect: Andromeda, გეიმერების აზრით, ორიგინალ ტრილოგიას სთორით და გეიმფლეით ბევრად ჩამოუვარდებოდა, ხოლო უამრავი ''გლიჩები'' და პერსონაჟების საშინელი ანიმირება, გეიმერებს თამაშის სურვილს საერთოდ უკარგავდა.

Bioware გვპირდებოდა, რომ Anthem-ზე მალე დიდი განახლებას (update-ს) გაუშვებდა, თუმცა, საეჭვოა ეს მოახერხონ: სტუდია ''ანთემის'' მთავარმა პროდუსერმა, ბენ ირვინგმა დატოვა. 

''Bioware-ში გატარებული 8 საოცარი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, კომპანია დავტოვო,'' წერს ბენ ირვინი ტვიტერზე. ''ამ კომპანიაში მუშაობა ჩემთვის საოცარი შესაძლებლობა და დიდი პატივი იყო, თუმცა, გადავწყვიტე, სხვა კომპანიის შემოთავაზება მიმეღო. ანთემს წარმატებას ვუსურვებ. ჩემს საქმეს კარგ ხელში ვტოვებ.''

 

ამ ამბიდან, სულ რაღაც ერთი დღე იყო გასული, რომ Bioware-ის გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი გამოაკლდა: Dragon Age-ის მომავალი, მეოთხე ნაწილის უფროსმა პროდუსერმა, ფერნანდო მელოუმ, 12 წლიანი მუშაობა დაასრულა და კომპანიიდან წავიდა, რაც კიდევ ერთი დიდი დარტყმა იყო სტუდიისთვის. 

''ბოლო სამუშაო დღე Bioware-ში'' - ფერნანდო მელოუ ტვიტერზე

ფერნანდო მელოუ ისეთი საკულტო თამაშების შექმნაში იღებდა მონაწილეობას, როგორებიცაა Baldur’s Gate, Star Wars: Knights of the Old Republic, Mass Effect, და, რა თქმა უნდა, Dragon Age. 

''სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ნიშნავდა ჩემთვის აქ მუშაობა'' წერს ფერნანდო მილოუ ტვიტერზე. ''საოცარი გამოცდილება და მეგობრები შევიძინე.''

ფანების შეკითხვაზე, რატომ დატოვა სტუდია, მილოუმ ისიც აღნიშნა, რომ ''სტუდიის დატოვება მისი გადაწყვეტილება იყო''  და ''ეს საკუთარი კარიერული განვითარებისთვის გააკეთა.''

ამ ყველაფრის ფონზე, ფანები ''ანთემის'' ძირეულ განახლებას უკვე აღარ ელიან, თუმცა, კომპანიას ორი ახალი DLC-ის გამოშვება ჰქონდა დაგეგმილი. ახალი ივენთის ''Cataclysm''-ის განახლება უკვე გამოვიდა, თუმცა, გაუგებარია, რა ელის თამაშს ამის შემდეგ. ფანები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ირვინგის კომპანიიდან წასვლას ''ანთემის აღსასრულს'' უწოდებენ. თუმცა, თავად ირვინგმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს და თამაში არ დაზარალდება.

მილოუს წასვლის გამო, ალბათ, შეფერხდება ''დრაგონ ეიჯ 4-ის'' გამოშვებაც, თუმცა, სავარაუდოდ, კომპანიის მთელი ძალისხმევა ამ თამაშისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან, ჯერ სხვა არც ერთი პროექტი არ დაუანონსებიათ. თამაშის გამოსვლის თარიღი ცნობილი ისედაც არ იყო: გეიმერები მას 2019 წელს ელოდნენ, თუმცა, ჯერჯერობით, თრეილერზეც არაფერი ისმის. ბოლო თიზერი კომპანიამ 2018 წლის Game Awards-ზე გვაჩვენა. 

გასულ თვეს, კომპანიამ დაადასტურა ფანების ეჭვები და განაცხადა, რომ ''დრაგონ ეიჯ 4-ის'' სიუჟეტი ტევინტერის იმპერიაში მიმდინარეობს, რაც, მესამე ნაწილის დასასრულიდან ისედაც ადვილი გამოსაცნობი იყო. ''დრაგონ ეიჯის'' ფრენჩაიზში, მალე გამოვა მოთხრობების კრებულიც.

 

კომენტარები

ბოლო ამბები