Thumbnail
  • ვულვზი 1:1 მანჩესტერ იუნაიტედი
  • 0:1 მარსიალი (27), 1:1 ნევეში (55)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ბოლო მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სტუმრად ვულვზს დაუზავდა - 1:1. ასე რომ, უდანაკარგოდ (6-6 ქულა) მხოლოდ ორი კლუბი რჩება: ლივერპული და არსენალი.

27-ე წუთზე მარკუს რაშფორდის პასით ანგარიში ანტონი მარსიალმა გახსნა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს - რუბენ ნევეშმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა.

იუნაიტედს მოგება შეეძლო, მაგრამ 68-ე წუთზე პოლ პოგბამ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

საინტერესო ფაქტები

⚽ ვულვზმა უკვე ზედიზედ სამჯერ მოახერხა მანჩესტერ იუნაიტედთან არწაგება მას მერე, რაც გოლი პირველმა გაუშვა.

⚽ გასული და ახლანდელი სეზონების ჩათვლით პოლ პოგბამ 4 პენალტი გააფუჭა, ყველაზე მეტი პრემიერლიგაში.

⚽ რუბენ ნევეშის 13 გოლიდან პრემიერლიგაში 10 საჯარიმოს გარედან გავიდა. 

⚽ ანტონი მარსიალმა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 50-ე გოლი გაიტანა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედის 11-ეულის საშუალო ასაკი 24 წელი და 173 დღეა, ეს ამ სეზონში ყველაზე ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობაა პრემიერლიგაში. 

ვულვზი 1:1 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 მარსიალი (27), 1:1 ნევეში (55)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელიოფი, მაგუაირი, შოუ - მკტომინეი, პოგბა - ჯეიმსი (89. გრინვუდი), ლინგარდი (81. მატა), რაშფორდი (89. ა. პერეირა) - მარსიალი

გამოუყენებელი პენალტი: პოგბა (68)

კომენტარები

ბოლო ამბები