Thumbnail
  • WORLD RUGBY-მ ქართულ რაგბიზე დოკუმენტური ფილმის მე-2 ნაწილი გამოაქვეყნა
  • მილტონ ჰეიგი და ქართული რაგბი

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა ქართული რაგბის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის გვერდზე 12 აგვისტოს შედგა. მაშინ ფილმის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა, ახლა კი დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილიც გახდა ხელმისაწვდომი.

მეორე ნაწილიც 26-წუთიანია, ფილმში გრძელდება ქართული რაგბის ისტორიის მოყოლა. ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე ირლანდიის ნაკრებთან მსოფლიოს თასზე თამაშს და სხვა პერიპეტიებს იხსნებენ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და სხვები მაშინდელ ინფრასტრუქტურასა და 2009 წლიდან წამოწყებულ წინსვლას იხსენებენ, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარების წყალობით განხორციელდა. 

ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი საქართველოსთან და ქართულ რაგბისთან პირველ შეხებას იხსნებს. დოკუმენტური ფილმი გვიყვება, როგორ პიარდება რაგბი საქართველოს რეგიონებში. 
დოკუმენტურ ფილმში იტალიის ნაკრებთან ფლორენციაში გამართულ ტესტმატჩზეც ყვებიან. 

Georgia: Rugby's Next Superpower | Episode Two

In the space of 12 years, Georgian Rugby went from their first Rugby World Cup appearance to automatic qualification to #RWC2019. They're not done yet. This is the remarkable story of Georgia's rugby rise 🇬🇪 Georgia: Rugby's Next Superpower | Episode Two 🎥

Posted by World Rugby on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები