Thumbnail
  • ლაშა შინდაგორიძემ სლუცკთან გოლი+პასი შეასრულა
  • ქართველმა ლეგიონერმა ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა

საბურთალოს ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ლაშა შინდაგორიძემ კვლავ გამოიჩინა თავი ბელარუსის ჩემპიონატში. ქართველი ნახევარმცველის შახტიორმა სტუმრად სლუცკს 5:0 მოუგო. შინდაგორიძე 62-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ გოლი და საგოლე პასი მაინც მოასწრო - 70-ე წუთზე კოვალევს გაატანინა, 7 წუთში კი თავად გაიტანა - ის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა ისიც და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. 

შახტიორი 37 ქულით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ბრესტსა (42 ქულა) და ბატე-ს (40) ჩამორჩება. 26 წლის ქართველმა ორ მატჩში (ორივეჯერ შეცვლაზე) 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ სეზონი შინდაგორიძემ საბურთალოს რიგებში დაიწყო, სადაც ეროვნულ ლიგაში 21 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები