Thumbnail

ზიპლაინი და კულინარიული დუელი ბორჯომში - ევროპაბეთის პროექტის მეშვიდე ფაზა

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ევროპაბეთის მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”. ამჯერად, ომის ვეტერანებმა, სამხედრო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებმა ზიპლაინსა და კულინარიულ დუელში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ტრადიციულად ბორჯომის სოფელ ჩითახევში ჩატარდა.

ბოლო პერიოდში, ზიპლაინი საქართველოში პოპულარული გახდა. ეს არის ექსტრემალური ატრაქციონი ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერით, რომლითაც ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე დაშვებაა შესაძლებელი. ამჯერად, კაბელი მტკვარზე იყო გაჭიმული, მონაწილეებს კი დაშვების დროს ნავში წყლის ბურთები უნდა ჩაეგდოთ.

პირველი ადგილი მარნეულის გუნდმა დაიკავა, რომელიც სმენის არმქონე პირებით იყო დაკომპლექტებული. მარნეულელებმა ყველაზე მეტი ბურთი მოათავსეს ნავში. მეორე პოზიცია არავის დაუთმო თბილისმა, მესამე საპრიზო ადგილი კი ბორჯომმა დაიკავა. ზიპლაინმა შშმ პირებში განსაკუთრებული ემოციები გამოწვია.

დღე კულინარიული დუელით დასრულდა და ეს ღონისძიებაც არანაკლებ საინტერესო გამოდგა. გუნდებმა კერძები მოამზადეს, რომლის მთავარი ინგრედიენტი თევზი იყო, ჟიურიმ კი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესოები გამოავლინა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კერძის გაფორმებას, ამ მხრივ კი გორის გუნდი ყველაზე გამორჩეული იყო.

გორელებმა სხვადასხვა პროდუქტებით საქართველოს დროშა გამოსახეს, ანტისაოკუპაციო თემატიკა აირჩიეს და პირველობა არავის დაუთმეს. 

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარე)
“დღეს დასრულდა რეგიონების ჩართულობა პროექტში აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა. ამ დღეების განმავლობაში, პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. დღეს გვქონდა სპორტული ცეკვები ეტლებით, ზიპლაინი და კულინარიული დუელი. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მინდა მივულოცო მათ წარმატება. ამ პროექტის მიზანია, რომ ეს ადამიანები დარჩნენ აქტიურ ცხოვრებაში და ჰქონდეთ დიდი მოტივაცია. დღეს, ეს მიზანი მიღწეულია. წინ გველოდება საზაფხულო ბანაკი, რომელშიც სხვადასხვა მისიებში დაჭრილი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. გვექნება უამრავი საინტერესო აქტივობა”. 

ილია მღებრიშვილი (მარნეული)
“დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებას გაუკეთა ორგანიზება. არ ველოდით ჩემპიონობას და შესაბამისად, ძალიან გახარებულები ვართ. წელს, პირველად მივიღეთ მონაწილეობა ზიპლაინის შეჯიბრში და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ ჩამოვალთ ბორჯომში. უკვე ჩემპიონის რანგში”.

ნანა ბრეგვაძე (თბილისი)
“სიტყვებით შთაბეჭდილებებს ვერ ამოვწურავ. ეს იყო ფანტასტიური, იდეალური და სასწაული ემოციები. არაჩვეულებრივი პროექტია, რომლის წყალობით აქტიური ცხოვრება ჩვენი სტიქია გახდა. მარცხი სასიამოვნო არ არის, მაგრამ მინდა მივულოცო მარნეულს გამარჯვება, ჩვენ კი მეტი ჟინი გვექნება, რომ მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში”.  

დავით ნათიძე (რუსთავი)
“ემოციების ქვეშ ვართ და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობთ. საუკეთესო ადგილია შერჩეული ასეთი შეჯიბრისთვის. ჩვენთვის, უსინათლოებისთვის რთული იყო წარმატების მიღწევა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ და სამი ბურთი ჩავაგდეთ. იმედია, მომავალში კიდევ გაიმართება ზიპლაინის ჩემპიონატი და გავაუმჯობესებთ შედეგს. მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ორგანიზატორებს, ისე მონაწილე გუნდებს”.

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

📸 ზიპლაინი და კულინარიული დუელი

ამ ზაფხულს, ევროპაბეთის და ახალგაზრდულ მედიაკავშირის ძალისხმევით, არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, აგვისტოს ბოლო რიცხვებში კი ჩითახევში საზაფხულო ბანაკი გაიხსნება და ომის ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და პარასპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მოკლედ, წინ არანაკლებ საინტერესო დღეებია.

ღონისძიებას ორგანიზებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების "ევროპაბეთი" და "სოკარი" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები