Thumbnail

ლაშა გობაძის გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლაშა გობაძის გდება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ დააფასა
  • ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი მოჭიდავის, ლაშა გობაძის გდება გამოარჩია.

ლაშა გობაძემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (82) ვერცხლის მედალი მოიპოვა აპრილში გამართულ ევროპის პირველობაზე, რომელსაც ბუქარესტმა უმასპინძლა. ლაშამ ნახევარფინალში 11:0 დაამარცხა ფინელი ვილი როპონენი, ტურნირის საუკეთესო გდებაც ამ ორთაბრძოლაში შესრულდა. 

Big Move Monday -- Gobadze L. (GEO) -- Senior Europeans 2019

Posted by United World Wrestling on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2019

მხოლოდ ერთია უცნაური, ევროპის ჩემპიონატი 4 თვის მორჩენილია, საუკეთესო გდება კი მხოლოდ ახლა დაასახელეს. 

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები